ქართული კომპანიებზე ადრეც გაგაცანით ჩემი პირადი შეხედულება, მაგრამ ამჯერად მინდა გაყიდვების განვითარების ახალ სახესხვაობაზე მოგახსენოთ. იგულისხმება გაყიდვების განვითარება ფეისბუქის საშუალებით. ფეისბუქზე ერთი მეორის მიყოლებით იხსნება სხვადასხვა ქართული კომპანიების ბრენდფეიჯები, რომლებიც სხვადასხვა კონკურსების და სახალისო გათამაშებების ხარჯზე ცდილობენ მომხმარებლის გულის მოგებას. ეს რა თქმა უნდა კარგი ტენდენციაა და ქართველი მომხმარებელიც აქტიურად „ალაიქებს“ მსგავს გვერდებს და ცდილობს სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვების მოპოვებას. ამ მხრივ მოწინავეა თიბისი ბანკის სმართკლუბი რომელსაც ამ წამისათვის 28616 მომხმარებელი ჰყავს რომელიც უმოკლეს დროში მოაგროვა. http://www.finchannel.com/news_flash/Banks/76321_TBC_Bank_Hits_Record_Collecting_26,000_Likes_on_Facebook/. ეხლა გეტყვით რით მიიქცია სმართკლუბმა პირადად ჩემი ყურადღება. პირველ რიგში გააკეთეს გენიალური მარკეტინგული გათვლა და ჩაატარეს ბლოგერების კონკურსი. (ბლოგერების კონკურსი ადრეც ჩატარებულა, მაგრამ თვით ბლოგერების გარდა არავის გაუგია ამის შესახებ ). ეს იყო ცოტა ცუდად ორგანიზებული, მაგარამ უდაოდ სახალხო კონკურსი რომელსაც დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა და პირველად მიაქცია ყურადღება საზოგადოებამ ბლოგერებს. კონკურსი ცოტა არ იყოს არათანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ წაგებით გულდაწყვეტილ ბლოგერებს სმართკლუბმა ფასდაუდებელი საკომპენსაციო საჩუქარი გაუკეთა: საუკეთესო ნამუშევრებს წიგნად გამოსცემს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.მეორე კარგი ქმდება თვით სმართკლუბისათვის იყო ასევე სახალხო პროექტთან „ჯეოსტართან“ სმართკლუბის დაკავშირება და მასთან დაკავშირებული სახალისო კონკურსების ჩატარება, რომელმაც ერთიათად გაზარდა მომხმარებელთა რაოდენობა. თუმცა მომხმარებელს ახალი სიახლეები სჭირდება და ალბათ ამ მხრივაც არ დაიხევს უკან თიბისი სმართკლუბი. ეხლა მოგახსენებთ მსგავს ბრენდფეიჯებზე რომლებიც დაუღალავად ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ ზემოთ ხსენებულ გვერდს. ამ საქმეშიც როგორც ყველა დანარჩენში მიბაძა საქართველოს ბანკმა და მანაც დაიწყო სახალისო კონკურსები თავის გვერდზე, მაგრამ კონკურსების განვითარება კი ვერ გამოუვიდათ კარგად, მაგალითისთვის ერთ-ერთი „სახალისო“კონკურსი:
გამოიცანით "საქართველოს ბანკის" რომელი რეკლამებიდან არის ამოღებული მოცემული 8 კადრი. პასუხები დანომრეთ კადრების შესაბამისად.
თუ რეკლამა საბანკო პროდუქტისაა უნდა დაასახელოთ ეს პროდუქტი.
თუ რეკლამა საიმიჯოა, დაასახელეთ რაიმე მინიშნება ამ რეკლამის შესახებ, ესეც ჩაგეთვლებათ. - და ამ ყველაფერს საქართველოს ბანკის რეკლამების ვიდეო კოლაჟი აქვს დართული.
ესე იგი- კონკურსს ვერ მოიგებ თუ ნანახი არ გაქვს „საქართველოს ბანკის“ ყველა რეკლამა რაც კი ოდესმე გასულა.ეს რათქმაუნდა სახალხო კონკურსად ვერ ჩაითვლება,იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი თვით ამ რეკლამების შემქმნელებსაც კი არქივში მოსაძებნი გაუხდებათ. თუმცა აქამდე ჩავარდნილი კონკურსების საკომპენსაციოდ თითქოსდა უკეთესი კონკურსი შემოგვთავაზეს-კლიპის გადაღება საქართველოს ბანკის ახალ ტრეკზე რომელიც უკვე დადეს თავის გვერდზე.ესეც ვერ ჩაითვლება სახალხო კონკურსად იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ცოტას აქვს კლიპის გადაღების საშუალება ნიჭიერების თუ უნიჭობის მიუხედავად. ასე თუ ისე საქართველოს ბანკის სარეკლამო კამპანიაც შედგა რადგან ამ საშუალებებით 13000 „ლაიქის“ მოგროვება მაინც შეძლეს.
ბატონო აკა, ჯერ ერთი რომ ელიტ ელექტრონიქსის შესახებ დასმული კითხვები მარტივად სეგეძლოთ მოგეძიებინათ ელიტ ელექტორნიქსის ვებ-გვერდზე, ალბატ თქვენი გონება ვერ წვდება ამდენს რომ მარტივა შესულიყავით ვებ-გვერდზე და მოგეძიებინათ პასუხები.
ReplyDeleteმეორე რაც შეეხება ჰიტლერის ფოტოს და მის პიროვნებას მთელი მსოფლიო იყენებს ყველანაირ კონტექსტში და თქვენი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება.
მესამე სლოგანი, რომელიც გამარჯვებულად დასახელდა და ეს ნამდვილად არ აგვირჩევია როგორც ჩვენი ოფიციალური სლოგანი, იყო "როცა ხარისხი გადამწყვეტია" და არა "როცა ხარისხი მნიშვნელოვანია".
ასე, რომ თქვენი უმეცრობის ბრალია ის რომ ვერ ან არ გესმით ვერ გაიგეთ ჩვენი კონკურსების შინაარსი.
და საერთოდ თუ თქვენ ექსპერტი ბრძაქნდებით გეპატიჟებით ჩვენთან ოფისში,მობრძანდით და დაგვარიგეთ, ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის აზრი მნიშვნელოვანია.
გელით ჩვენს სათაო ოფისსი. აქ წერას და ჭორაობას მოდით და დავილაპარაკოთ ამ თემაზე. იქნება თქვენ გვირჩიოთ რამე საინტერესო.
მისტერ ირაკლი თუ შეიძლება ნუ მწარდებით ერთი ჩვეულებრივი ბლოგერის ერთ უბრალო პოსტზე, ეს ერთი. მეორეც ეს ჩემი ბლოგია და რასაც მინდა იმას დავწერ და თქვენთან დავას არ ვაპირებ იმიტომ, რომ კომენტარზე გეტყობათ აგრესიულობა; და მესამე მე თქვენი მომხმარებელი არ ვარ პოსტში აღწერილი თქვენი პროდუქტის ხარისხის გამო და გთხოვთ ჩემი აზრი ნუ იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი:)
ReplyDeleteუსაქმურების ბლოგი ......
ReplyDeleteვერ ვიტან დაუსაბუთებელ კრიტიკას..
ReplyDeleteლანძღვას აჯობებდა, რომ რაიმე არგუმენტები მოგეყვანათ ბ.ნ ირაკლი, ისე როგორც ეს გააკეთა პოსტის ავტორმა..