დილას დამირეკე და გეტყვი როდის მოხვიდე თუ მეცალა რააა!!!- თავაზიანად დამთანხმდა შეხვედრაზე ერთერთი სახელმწიფო სტრუქტურის ერთერთი ხელმძღვანელი. მეორე დღეს დილას ადრე დავურეკე და დროს მინიშნება ვთხოვე. ეგრე ექვსისკენ მოდი და თუ მეცალა გნახავ რააააა!!!-ისევ ჩვეული თავაზიანობით მიმანიშნა შეხვედრი დრო და გამითიშა. საღამომდე მთელი დრო შესათავაზებელი პროდუქტის და მისამართი ტექსტის დამუშავება-დალაგებას მოვანდომე, ზუსტად მივუსადაგე ყველაფერი როგორც შესაძლებელია მიუსადაგო ესეთი ტიპის პოტენციურ კლიენტს. ამ ორი ფრაზის მიუხედავად რომლითაც მან მე მომმართა მაინც სახელმწიფო სტრუქტურის თანამდებობის პირი იყო და ერთი-ორი შაბლონური ფრაზაც ჩავაგდე ტექსტში. ექვსს რომ ათი წუთი დააკლდა შენობის მისაღებში ვიყავი უკვე და მის ნებართვას ველოდებოდი, რომ სახედამუწუკებულ დაცვის თნამშრომელს შენობაში შევეშვი.ხუთ წუთში ნებართვაც მოვიდა. დანა ხო არა გაქ თან?-ეჭვით შემათვალიერა დაცვის თანამშრომელმა და ჩემი უარყოფითი პასუხის შემდეგ სიტყვაზე მენდო და შლაგბაუმი ასწია.კარზე მორიდებით დავაკაკუნე. შემო ჰოოო-ხარივით დაიზმუვლა ნაცნობმა ხმამ.კარი შევაღე და ოთახში ორი კაცი დამხვდა: ერთი ჩემი ნაცნობი ხმის პატრონი- დაახლოებით 150 კგ წონის და 3 მ გარეშემოწერილობის 40 წლამდე მამაკაცი და მეორე- გამხდარი, შავი კაცი ყვავის სახით და არათითზე მავთულივით საქორწინო ბეჭედით.დაჯე კაცო- ჩვეული თავაზიანობით შემომთავაზა მსუქანმა და ჰალსტუხი ღაბაბის შუა ნაკეციდან სულ ქვემოთა ნაკეცში გადაიტანა. მე მის წინ სკამის კუთხეზე ჩამოვჯექი და რიხით წამოღებული ინგლისურად შედგენილი პრეზენტაცია დავუდე წინ. თხუთმეტი წუთი კითხულობდა ილუსტრირებულ პრეზენტაციას და ცხვირს იჩიჩქნიდა. დაამთავრა კითხვა და ჩემი პრეზენტაცია ღიპზე ჩამოიდო.შენი სახელი ვაშკაც?-ვუთხარი. გვარიც გექნება შენ- ესეც ვუთხარი. კაი გვარი გქონია- შემაქო.ვუყურებდი ამ კაცს და რაღაც უცნაურად მეჩვენებოდა და ვერ ვხვდებოდი რა ჰქონდა უცნაური. ბოლოს მივხვდი- თვალები წარბები და ცხვირი მარჯვენა ლოყაზე ჰქონდა და მხოლოდ უტუჩო პირი, თავზე მოქცეული ღინღლით ჰქონდა ღაბაბს ზემოთ, ანუ თავის ადგილას.
- ეს აკრედიტირებული ფურცლები შენია?- უცხო სიტყვით შემიქო ჩემი პრეზენტაცია
- დიახ ბატონო
- სააბონენტო გადასახადი რას ნიშნავს დენის კანტორიდან ხარ?- მითხრა და ახარხარდა.სოლიდარობის ნიშნად ყვავმაც გაუცინა.
- არა ბატონო მე საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპანიიდან ვარ როგორც შემოსვლისას აღვნიშნე...
- მაიცა კაცოუ - ჩვეული ზრდილობით გამაწყვეტინა- რა გინდა ვაშკაცურად თქვი რა კაცი არა ხარ?
- როგორც მოგახსენეთ საქმე ეხება ჩვენი კომპანიის სააბონენტო მომსახურების ხელშეკრულებას...
- დაიცაააა, ჰიყ- დაასლოკინა და გააგრძელა- გითხარი ადამიანურად მითხარი რა გინდა მეთქი ვა!
- დილას რო ფურცელი გამოვატანე დაცვას ნახე?- გონს მოვეგე მე.
- ჰოო ვნახე მერე?
- ხოდა ეგ არი ხელშეკრულება ჯიგარო და იქნება დირექტორს ანახო კაი რამეა შენც დაისვენებ და ერთი საქმით ნაკლები გექნება
- მაიცა რა საქმით კაცოუ, ააა ჰოოო გავიგე, ჰიყ დაასლოკინა ისევ და ხინკლის სუნი დამაძგერა
- ხოდა თუ გაიგე უთხარი დირექტორს, მაგ ფურცელზე ხელს მოაწერ და დაისვენებ რა
- ფული ხო არ უნდა მოგცე რამე?
- არა ჯიგარო შენ არაფერი არ უნდა მომცე შენი დირექტორი მომცემს მერე ისიც თავის ფული არ არის ხო იცი შენც არაა? როგორც ხდება ხოლმე კაროჩე რაა
- ვაახ რა ჯიგარი კაცი ყოფილა ესა მახო არაა? ლოყა მიატრიალა ყვავისკენ- იმან თავის მხრივ გაუცინა, მე დავირცხვინე
- ღვინოსა ჰსოომ შენა კაცური კაცი?
- ღვინოს გააჩნია
- აი ცოტა ხანიც დამელოდე და კაი საფერავი მაქ დღეს მომართვეს და ჩავარტყათ რაა ზაკუსკაც არი ოთხი პერაშკი თუ გინდა კიდევ მოვატანინებ რამეს მახოს
- არა მადლობელი ვარ უნდა წავიდე რა მეჩქარება მაგდენი დრო სადა მაქ
- ოოოცი წუთი კაცოუ რა საქმე გაქ ეგეთი სუფრას ნუ დამიწუნებ რაა
- არა სუფრას არ გიწუნებ კაცო პროსტა წასასვლელი ვარ რა
- კაარგი ჯიგარო აბა მაგრად იყავი მხარზე ტორი მომხვია და სველი ტუჩით წარბზე მაკოცა
- დილას დაგირეკავ და პასუხი მითხარი რა კაცურად
- რისი პასუხი კაცო.
- აუჰ დაგავიწყდა ამდენი რაც გელაპარაკე?
- მახსომს მახსომს ჰოო დილით დარეკე გელოდები რაა
- აბა ჰე
No comments:
Post a Comment