დედა როგორ ხარ, ძალიან მომენატრე... ხუნხუა, სინგი, ტუნგი, ლიო, სეენდი, დაოლი, კიმი და ოჯახის სხვა წევრებიც მენატრებიან. რომ ჩამოვალ, ისეთ ნასკებს და საცვლებს ჩამოვუტან, ათჯერ შეუძლიათ ჩაიცვან და არ დაიხევა...
ეხლა ღამის 11 საათია. ჩემს მეზობლად მოხუცი კაცი გარდაიცვალა, ქელეხია და მთვრალი ჭირისუფლები მღერიან. მაინც არ მაძინებენ და გადავწყვიტე წერილი მოგწეროთ
მე არამიშავს, კარგად ვარ. ერთ-ერთ უბანში თხუთმეტი კვადრატული მეტრი ოთახი ვიქირავეთ და ეხლა ერთად ვცხოვრობთ მე, ლუსი, ლიანგი, ტენგი, ჩანგი, დინი, ხაი შანგი, ვონგი, და სანგი.
წამოსვლამდე, რაც ქართველების სტუმართმოყვარეობაზე გამეგო, ყველაფერი პირიქით ყოფილა: ქუჩაში სულ ბრიუს ლის მეძახიან. ბავშვები მეკითებიან შენ მოერევი, თუ რემბოვო. ჩვენს დადგმულ დახლს, რომლის აწყობას მთელ დილას ვანდომებთ, მოვლენ და ხუთ წუთში გვაშლევინებინებენ; ერთმანეთზე გაბრაზებულები მე მირტყამენ. შენი და მამას დამზადებული იტალიური ფეხსაცმელები კარგად იყიდება. უფრო კარგად რო გაიყიდოს, ვამბობ: „მოპარულია“ - რაღაც ჯადსნური სიტყვაა ალბათ.
ჩვენი სახლის დიასახლისიც დაბალი და ღარიბია, ჩვენი კარგად ესმის. თვითონ ქვეყანა ძალიან პატარაა და ცოტა ხალხი ცხოვრობს. დაახლოებით იმდენი, რამდენიც ჩვენს სოფელში. უცნაური ხალხია. მაგალითად ერთი კვირის წინ ვნახე როგორ მოკლა ცემით ერთმა ბიჭმა მეორე დედის შეგინებისთვის და შემდეგ როგორ ყვებოდა ამ ამბავს და თან თავის საკუთარ დედას აგინებდა. ვნახე, როგორ სვამდა ერთი კაცი ორ ლიტრიანი სასმისით და თითებში სიგარეტით ჯანმრთელობის სადღეგრძელოს; ვნახე ბანანების გამყიდველი რომელსაც ბანანი არასოდეს უჭამია, იმიტომ, რომ ძვირი ღირს; ვნახე ყურძნის არაყი, რომელიც ბაზრობაზე ერთი ჭიქა ათი ცენტი ღირს და ზუსტად იგივე არაყი კაფეში - ათი დოლარი; აქ ძალიან ღარიბები და გაჭირვებულებიც, კი მსუქნები არიან; ჩვენ ჩუსტებს, კეტებს და წებოს აქ სხვანაირად აფასებენ - ძვირი ღირს.
არ მესმის, რატომ იტანჯავენ თავს შიმშილით, როცა ამდენი უპატრონო ძაღლი დარბის ქუჩაში. ჩემს უბანში თხუთმეტი უპატრონო ძაღლი ცხოვრობდა. მაგრამ ამ ბოლო დროს ვაჭრობა ცუდად მიმდის და ექვსიღა დამრჩა. უკვე აცივდა და ბუზებიც აღარ იშოვება. იმ დღეს ბაყაყით სადილის მომზადება მინდოდა, მაგრამ აქაურებმა არ დამაკვლევინეს - „წვიმა მოვაო.“
ქართული უკვე კარგად ვისწავლე. ლაპარაკი ცოტა მიჭირს, მაგრამ ყველაფერი კარგად მესმის, რასაც მეუბნებიან. ძირითადად მაგინებენ, ხოლმე, მაგრამ აღარ მწყინს. აქ ყველა ერთმანეთს აგინებს. ტყუილი უყვართ ძალიან. ყველა ცდილობს მოგატყუოს. თავიდან ესეც მწყინდა, მაგრამ აქ ყველა ერთმანეთს ატყუებს და აღარ მწყინს. ნაცნობი ბევრი არ მყავს, მაგრამ ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ ვერ ვარჩევ ხოლმე, რომელი რომელია - ყველას მრგვალი თვალები აქვს.
სადაც ვცხოვრობთ, ამ ქალაქს თბილისი ჰქვია და აღმოსავლეთის, ანუ აეროპორტის მხრიდან ძალიან ლამაზია. შუაში მდინარე ჩამოუდის, რომელშიც ნაგავს ყრიან და თავს იხრჩობენ.
დიასახლისმა ჩვენი ოთახიდან მაცივარი გაიტანა. შეგიძლია ხუნხუაც გამოუშვა, ისიც დაეტევა. აქ რომ ჩამოვა, სანამ მიპოვის, ფრთხილად იყოს. ამათ, როცა მთვრალები არიან, ჩხუბი იციან, თუმცა ფხიზლები არაფერს დაგიშავებენ, მარტო შეგაგინებენ და მორჩა. ვაგზლის ბაზრობა იკითხოს და ადვილად მომაგნებს. ეს არის სულ დედა მერე კიდევ მოგწერ, როცა დრო მექნება.
გკოცნით ყველას.
თქვენი ტობი ვონგი.
zaan muagaria
ReplyDeletehttp://forum.ge/?f=19&showtopic=34175608&st=0
martlac... like.
ReplyDelete:D :D მაგარიააა!!!
ReplyDeleteმაგრისა რა ვთქვა, მაგრამ სატირალი კია.
ReplyDeleteსაინტერესოა ვინ დადო ეს "საინტერესო" წერილი.
ReplyDeleteარ ჰგავს ჩინელის დაწერილს, დამიჯერეთ. :)
ნამდვილად არ აქვთ ჩინეთში კარგი და ხარისხიანი საქონლის შეძენის პრობლემა, ეს აქ არის ჩამოტანილი ქართველების მიერ, სპეციალურად საქართველოსთვის შეკვეთილი იაფფასიანი საქონელი.
ევროპაში და ამერიკაში 90% ჩინური საქონელია და ძალიან ხარისხიანია, იმიტომ რომ იხდიან მასში შესაბამისს ფასს.
ასე რომ, აქაც როდესაც ყიდულობთ ცოტა ძვირიან ვითომ "იტალიურსა" და "ფრანგულ" რაღაცას, კარგად შეათვალიერეთ ხომ არ არის made in China,თუმცა მაღაზიის მფლობელები რეპუტაციის გაფუჭების შემდეგ, მაგაზეც იზრუნებენ და რაღაცას მოუხერხებენ. :) და კიდე, ჩინელები ქუჩის ძაღლებს არ დასდევენ შესაჭმელად :) ბაყაყებზეც და ბუზებზეც კარგი ხუმრობა იყო... ჩაბრძანდით ჩინეთში, რომ უკეთ გაიგოთ რა ქვეყანაა...:)
ეს ჩინელის წერილი ნაგდად არ არის ეს არის ქართველის დაწერილი წერილი თორე ცუდზე არ ილაპარაკებდა და გინებაზე და ეგეთებზე უფრო სხა რაგაცებს მოყვებოდა რაიკოო რას იჯერებთ თქვენ კიდე ყველაფერს :) მეცინება ისე სასაცილოდ კი დაუწერია :) ავტორმა დაწეროს რამე :)))))
ReplyDeleteძაან მაგარია!!
ReplyDeleteუნიჭო ქართველის მიერ არის დაწრილი
ReplyDeletexoo ar gavs chinelis dawerils
ReplyDeleteagram tu vinmes chaaxedebs sarkeshi da shecvlis dadebitisken, kai iqneba!
ReplyDeleteAbsoliturad Getanxmebi Nika!!!
ReplyDeletera Unda shecvalos Moashoret chinelebiga Gvakliaa aq :) Da Indoelebi Kideee :D ar mevasebian arcerti :D:D:D chineli Kide Jobia Indoels MAzutians mainc ar gaqvs :))))))))
ReplyDelete:):) kargad ki gamecina mara arc me mgonia ratomgac rom rom es chinelis dawerili ikos.
ReplyDeletees ki qartvelis naceria , magram ... carmomidgenia sacyali chinelebi ras ceren :)))).araushavs , cotaxanshi pakistanelebi chkuas gvascavlian.egeni chinelebivit zrdilobianebi da amtanebi ar arian :)
ReplyDeleteნუ ვისი დაწერილიც გინდა ეძახეთ და მთელმა ქალაქმა იცის ამ წერილის შინაარსი :)
ReplyDeleteკარგია, მაგრამ მგონი ცოტა მეტი ბუნებრიობა არ აწყენდა... მართალია ძნელია სხვა ქვეყნის, კულტურის წარმომადგენლის თვალით ხედავდე, მაგრამ როცა ასეთ სახელს არქმევ – უ ნ დ ა ხედავდე.
ReplyDeleteთვითკრიტიკის სუნი რო არ ადიოდეს უკეთესი იქნებოდა რა...
ყველაზე მეტად ჩინურ მაღაზიაში ან ინდურ მაღაზიაში ვერ შევდივარ საყიდლად. მართალია იაფია მაგრამ საშიშია ჯანმრთელობისთვის ეგ MADE OF CHINA . მყავს ჩინელი და ინდოელი მეგობრები და თუ მათ ჰკითხავ ჩინურებ რატომ არ ატარებო - პასუხად because MADE OF CHINA .
ReplyDeleteკარგია, ასე გააგრძელეთ!!!
ReplyDeletekopireba magrad icit ra
ReplyDeleteSainteresoaaaaa ... yvelas tavisi azria aqvs da bevris momewonaaa...
ReplyDeleteam cerils sxvanairad shexedet,martalia dzaan saxalisoa magram bevri simartle ceria,samcuxarod esea,ise tvitkritika kargia,namdvil saxes mxolod ese dainaxav..tvitkritikashi imas vgulisxmob rom es cerili qartvelis dacerilia..!!
ReplyDeletera vtqvaa mcare simartlea
ReplyDeleteრა მნიშვნელობა აქვს ჩინელმა დაწერა თუ ქართველმა! მწარე რეალობაა!..
ReplyDeletekargad caikitxet es cerili,gamixardeboda tu qartvelis dacerili iqneboda-es damaimedebda,rom erti qartveli patrioti kidev darchenila-metqi saqartveloshi.axalgazrdebo,aseti uperspeqtivo cxovreba mogcont? kochag imas,vinc dacera.da tu chinelis dacerilia,mxolod amitom apilpildnen zogiertebi? sanam azrze moxvalt an sanam ar dafiqrdebit,ratom gaqra saqartvelodan BEDNIEREBA, igi manamde ar dabrundeba,sanam ar gaxdebit tqveni qveknis patroni. romels mogcont lamis pornofilmebis kureba tavisuflad etershi.bichebs mivmartav-nutu saxlshi patara da ar gkavt? saxarebashi ceria: (UFALO!) netaria eri,romelmac icis galobai sheni"-o.ert kacs tu mainc gagichndebat kitxva,rogor unda vicxovroto,mimartet mozgvars sanam droa, zneobrioba goimobad aris michneuli da patiosneba-chamorchenilobad. VAI,CHVEN,QARTVELEBA--ASETI CXOVREBISATVIA!!! DAFIQRDIT KVELA UZNEOBAZE DA GULCRFELAD TQVIT : MOGCONT DEDIS GINEBA KACEBISAGAN,BICHEBISAGAN? MOGCONT AMERIKULIS GADMOGEBA DA SAERTOD,SAQARTVELOSHI SIRCXBILIS,SIKVDILIS,UZNEOBIS ACHRDIDLI DADIS__GAMOFXIZLDIT,XALXNO!
ReplyDeleteyvelaze magari ! :D
ReplyDeletebicho rato gadmoakopiret es haa? es edo sxvas da vin mogcat neba amis dakopirebis ? :@ :@ :@ :(
ReplyDeletehttp://anuk-x-sunny.blogspot.com/2010/11/blog-post.html <<< es naxeT da sheafaset
ReplyDeleteმომწონს კომენტარები:))) მადლობა ყველას ვისაც მოსწონს
ReplyDeleteმელორი ეს არის ჩემი პოსტი და აქედან არის გადაკოპირებული სხვადასხვა საიტებზე. აქ პოსტის გაკეთების თარიღი ნახე და მერე სადაც ნახე დაკოპირებული იმის დაპოსტვის თარიღი და მიხვდები.ყველას დიდი მადლობა კომენტარისთვის,მიხარია რომ მოგწონთ
ReplyDeletera chinelis werili: ) an ra patriotizmi : )
ReplyDeleteiumoris grznoba ras nishnavs albat agar gaxsovt:)
mokled me momewona da dzaanac realuria vfikrob : )
like !: )
dzlivs sworad gaigo vigacam))))
ReplyDeletesasacilo da satiralia ertdroulad... xshir shemtxvevashi esetebi vart kartvelebi.
ReplyDeletemomwons da "2 cera titi zemot" :D
რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაწერა, ჩინელმა თუ მონღოლმა?! მთავარი ისაა, რომ ამ რეალობას საქართველოში თითქმის ყოველდღე ვხვდებით. გინდ ვტიროდეთ, გინდ ვიცინოდეთ, რეალობას სად გაექცევი?! ორმაგი სტანდარტების საზოგადოებას რომ წარმოვადგენთ ეს ჩინელის აღმოჩენა ან "made in china" როდია?! ავტორს ახალი არაფერი დაუწერია ან გამოუგონია. უბრალოდ მესამე თვალით დაგვნახა მდგომარეობა.
ReplyDeleteმიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები, იმედია ჩემ სათქმელს ყველა სწორად გაიგებს!
ბლეფია
ReplyDeleteეს იუმორესკა ჟურნალ თბილისელებში იბეჭდებოდა.
ReplyDeletehttp://tbiliselebi.ge/index.php?mas_id=268438044&year=2013&rubr_id=23&jurn_id=22
eha... ra mware mware ambebi dauweria ma chinels tu qartvels, magram ra cudad scodnia am qartvels chineti....nwnwnw
ReplyDeletechinelis ashkarad ar aris, ufro magari gamwarebuli qartvelis dawerilia :D
ReplyDelete